top of page

viziti aRmosavleT evropis universitetSi


უფროსკლასელებისათვის ძალზე აქტუალურია პროფესიის შერჩევაზე ფიქრი და ის, თუ სად შეიძლება მიიღონ უმაღლესი განათლება. სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ახალი კამპუსი, შეიტყვეს უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების შესახებ, მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ სასამართლო პროცესში და მოისმინეს ლექცია ეკონომიკის შესახებ.


მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რა სასწავლო ბაზა აქვს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს და შეიტყვეს მასში არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ, ხოლო დასკვნით ნაწილში გაეცნენ საქართველოში არსებულ საგრანტო პროგრამებს უცხოეთში სწავლისათვის და უშუალოდ ამ პროგრამების მონაწილეებისაგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა გზა განვლეს მათ გერმანიაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში უმაღლესი განათლების მისაღებად. ასეთ შეხვედრებს ლეტერატო პერმანენტულად ატარებს, რათა გზა გაუკვალოს მოსწავლეებს მომავალი პროფესიისა და უმაღლესი განათლებისკენ

Letterato Logo
bottom of page