top of page

Sexvedra Teona dolenjaSvilTan


1 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა! ტრადიციისამებრ ჩვენც შევუერთდით ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას და ამ დღეს უკვე ჩვენი მოსწავლეებისთვის საყვარელ ქართველ მწერალს - თეონა დოლენჯაშვილს - ვუმასპინძლეთ. თეონა გვესაუბრა ლიტერატურის მნიშვნელობაზე, თუ როგორ იწერება მხატვრული ტექსტები და მიმოვიხილეთ მისი ძალზე საინტერესო შემოქმედება.


მწერალთან შეხვედრამდე მისი რამდენიმე ნაწარმოები წავიკითხეთ. ძალზე მისასალმებელია, რომ თეონა დოლენჯაშვილი გლობალურად აქტუალურ თემებზე წერს. ეს არც მოსწავლეებს გამორჩენიათ. განსაკუთრებით "ფიდაი ანუ ამინა სამიდან ხუთამდე" ჩასწვდათ გულში. რამდენიმე მოსწავლემ ხაზი გაუსვა მოთხრობაში არაჩვეულებრივად გადმოცემულ დრამატულ და ფსიქოლოგიურ მომენტებს და შთამბეჭდავ ფინალს, რომელთან დაკავშირებითაც თეონამ დამატებით ისაუბრა. მოზარდებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, თუ როგორი ახლობელია მათთვის მისი ტექსტები, რამდენად სახალისოა მწერლის იუმორი და რამდენად გულშიჩამწვდომი მისი მოთხრობებიდან გადმოღვრილი სევდა.

Letterato Logo
bottom of page