Sexvedra kosmosTan
- 2letterato
- Jun 29, 2025
- 1 min read

ივნისში ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ჩვენი მოსწავლეებისათვის ლექცია გამართა კოსმოსური ობიექტების და მათი ურთიერთქმედების შესახებ.
გიორგი ჯავახიშვილმა ასევე ისაუბრა მზის აქტივობაზე და შეხვედრისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტელესკოპით დაკვირვებოდნენ მზის ლაქებს.
გიორგი ჯავახიშვილი გახლავთ დოქტორი, ასტრონომი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აბასთუმნის ობსერვატორიაში მოღვაწეობის 40 წლიანი სტაჟით, რომლისთვისაც ასტრონომია, ციურ სხეულებზე დაკვირვება და კოსმოსის გამოკვლევა არა მხოლოდ სამუშაო, არამედ ცხოვრების სტილიცაა.




Comments