top of page

Sexvedra "iunisefTan"




19 ივნისს ლეტერატოს მოსწავლეებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში დოქტორ ღასან ხალილი შეხვდა ონლაინ ლექციით "ბავშვთა უფლებები პანდემიისას". დოქტორ ღასან ხალილს აქვს გაეროში, ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორში მაღალ პოზიციებზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება. ის მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ადამიანის, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, სოციალურ პოლიტიკაზე, სასამართლო რეფორმებსა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხებზე. აქვს მდიდარი გამოცდილება სტრატეგიულ მენეჯმენტში.



ეს იყო ამავდროულად არაჩვეულებრივი საშუალება, მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა და შეხვედროდნენ გამოცდილ პროფესიონალს მნიშვნელოვან, გლობალურ საკითხებზე მსჯელობისთვის. მოსწავლეებმა დოქტორ ხალილთან ერთად ერთად იმსჯელეს პანდემიის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ბავშვთა უფლებებზე, ონლაინ გაკვეთილებსა და მოზარდების გამოხატვის თავისუფლებაზე.

Comentários


Lett Square.png
bottom of page