ჩვენი მარტის სტუმარი გახლდათ ერიკა კვაპილოვა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში. მასთან ერთად თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, შევეხეთ არსებულ სტერეოტიპებს, თანამედროვე პროფესიებს, სოციალური როლების განაწილებას და გავრცელებული სტერეოტიპების მსხვრევის გზებს.
ერიკა კვაპილოვა 2013 წლიდან საქართველოში UN Women - გაეროს ქალთა ორგანიზაციის - ხელმძღვანელია. იგი გახლავთ ფილოსოფიის დოქტორი და მაგისტრი. ერიკას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გაეროს ქალთა ფონდში ქალთა საკითხებზე მუშაობას. 15 წლის მანძილზე ერიკა კვაპილოვა სოციალური პოლიტიკისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს იკვლევდა. გახლდათ სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და მკვლევარი, აგრეთვე სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი გენდერულ საკითხებში.
Comments