top of page

seminari "kvleva da analizi"


კრიტიკული აზროვნების კლასებში ბავშვებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ რიცხვებთან ურთიერთობასა და მათ ანალიზზე, იმისთვის, რათა მოსწავლეები შეეჩვიონ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებას და დაინახონ ფაქტობრივი მონაცემების მნიშვნელობა. სწორედ ამ თემაზე მკვლევარმა, სპიკერმა, სტატისტიკოსმა და ბიზნეს-ანალიტიკოსმა ლაშა ბოკუჩავამ მოსწავლეებისათვის ინტერაქტიული სემინარი ჩაატარა. მოსწავლეები გაეცნენ რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევების დანიშნულებას, სტატისტიკის როლს და პრაქტიკაში გამოსცადეს მათი მნიშვნელობა.

ლაშა ბოკუჩავა 15 წლიანი კარიერის მანძილზე თანამშრომლობდა კვლევითი ინდუსტრიაში ჩართულ ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან როგორიცაა: ეისითი, CRRC, საქსტატი და PMCG. მათთან ერთად მას განახორციელებული აქვს 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი. ამჟამად ლაშა ბოკუჩავას საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის ლიდერ კომპანიაში, ACT - Analysis and Consulting Team მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია უკავია.

Letterato Logo
bottom of page