ქარჩხაძის გამომცემლობამ საბავშვო მოთხრობების ანთოლოგიის ორი ახალი ტომი გამოსცა. მათგან ერთი - „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია“ - მწერალმა და ჩვენმა პედაგოგმა მაკა ლდოკონენმა შეადგინა. წიგნში შესულ მოთხრობებს მაკა ლეტერატოშიც ასწავლის და მასში არაჩვეულებრივ, ერთგვარად მარადიულ ტექსტებს აღმოაჩენთ, რაც არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც აქტუალურია. ანთოლოგიაში შესული ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლასიკოსი თუ თანამედროვე მწერლები მოგვითხრობენ სიყვარულსა და გულგრილობაზე, ერთიანობასა და მარტოობაზე, თავგანწირვასა და მერკანტილურობაზე. ერთი სიტყვით, ყველაფერ იმაზე, რაც ადამიანთა ცხოვრების ნაწილია და რაც მოზარდებს ზრდასრული ცხოვრებისათვის ამზადებს, ისე, რომ ამავდროულად საკუთარ იდეალებს არ უღალატონ.
იხილეთ ანთოლოგიის პრეზენტაციის მოკლე ვიდეო აქ
Commentaires