3 ნოემბერს ჩვენი სპიკერი გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი რომან კაკულია, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია თემაზე "პარლამენტის როლი ქვეყნის განვითარებაში". მოსწავლეები გაეცნენ დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას, პარლამენტის ჩამოყალიბების ისტორიას და მის ძირითად ფუნქციებს. გაიმართა საინტერესო მსჯელობა მმართველობითი სისტემების, პარლამენტის როლისა და დემოკრატიის არსის გარშემო.
top of page
bottom of page
Commentaires