top of page

proeqti "mSoblebi Svilebs"


ჩვენ რიგებში ბევრი წარმატებული მშობელია, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო საქმით არის დაკავებული. ამ კონტექსტში გადავწყვიტეთ დაგვეწყო პროექტი „მშობლები შვილებს“, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მშობლები ატარებენ მოსწავლეებისთვის მასტერკლასებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. პროექტის ამოცანაა ჩვენი მოსწავლეების მოტივირება, მათი მშობლებთან დაახლოება და განათლებული, ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბება "ლეტერატოს" გარშემო.

25 ნოემბერს გაიმართა მოსწავლეების პირველი შეხვედრა ჩვენს მშობელთან - ხათუნა ჭანიშვილთან, რომელმაც ისაუბრა თემაზე „შემეცნების სიხარული და პასუხისმგებლობა“. ხათუნა გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სწავლების დიდი გამოცდილებით. სესიაზე ვისაუბრეთ განათლების არსსა და დანიშნულებაზე, შემენების პროცესზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობის აღება. ამონარიდები შეხვედრიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ

Comments


Lett Square.png
bottom of page