
ლეტერატოში ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი ნატა მეფარიშვილი გვესტუმრა თემით „პანდემია, სტრესი და მე - მოზარდი“.
ასეთი შეხვედრა პანდემიის პირობებში განსაკუთრებულად აქტუალურია, ვინაიდან მოზარდები მოწყვეტილნი არიან სოციალურ ცხოვრებას, უწევთ ძირითადად სახლში ყოფნა და დამატებით ემოციურ სტრესთან გამკლავება, რაც მათთვის დიდი ტვირთია. ნატა მეფარიშვილმა მოსწავლეებს ჩაკეტილობის შესამსუბუქებლად სასარგებლო რჩევები მისცა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
Comments