top of page

liderebi da mxardamWerebi



ჩვენმა მოწვეულმა სპიკერმა თინათინ რუხაძემ მაისში ჩვენი მოსწავლეებისათვის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებზე ონლაინ სემინარი გამართა. თინათინ რუხაძე გახლავთ “ეისითი” (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. თინათინი არის სერიული ანტრეპრენერი, ბიზნეს-ლიდერი და მენეჯერი 20 წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის ფსიქოლოგი (MS), მენეჯმენტ კონსულტანტი (MBA), სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და NLP პრაქტიკოსი.


რას ნიშნავს ლიდერობა, ვინ არიან ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რატომ არის მათი სინერგია მნიშვნელოვანი დასახული ამოცანების მიღწევაში, რა ტიპის მხარდამჭერები არსებობს და როგორი უნდა იყოს ლიდერებსა და მხარდამჭერებს შორის კომუნიკაცია - სწორედ ეს გახლდათ ონლაინ შეხვედრის მთავარი თემები. ეს საკითხები ჩვენს მოსწავლეებს დაეხმარა, უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი უნარები, აღმოეჩინათ საკუთარ თავში მომავალი ლიდერები და მხარდამჭერები და გაეუმჯობესებინათ საკომუნიკაციო უნარები.

Comments


Lett Square.png
bottom of page