top of page

klimatis cvlilebebi



19 ოქტომბერს გერმანელი დიპლომატი კატარინა დერკორნი ლეტერატოში გვეწვია. „ჩვენი პლანეტა და კლიმატის ცვლილებები“ - ასეთი იყო მისი შეხვედრის მთავარი თემა. არის თუ არა გლობალური დათბობა რეალური საფრთხე ჩვენი პლანეტისათვის? რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა მოზარდმა იმისთვის, რომ უკეთ მოუაროს დედამიწას? სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა კატარინა ჩვენს მოსწავლეებს. კლიმატის პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებში, გრეტა თურნბერგი და მისი აქტივობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გერმანიაში ეკოლოგიის მიმართულებით - მოზარდებმა კატარინასთან ერთად სწორედ ეს აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. კატარინა დერკორნი მრავალი წელია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს და განვითარების პარტნიორობის საკითხებზე მუშაობს, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით.

Comentarios


Lett Square.png
bottom of page