2018 წლის 4 აპრილიდან ვიწყებთ კრიტიკული აზროვნების 3 თვიან კურსს ინგლისურ ენაზე IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
კურსის ამოცანაა მოზარდებში გააუმჯობესოს:
ანალიტიკური აზროვნების უნარი
კრიტიკული აზროვნების უნარი
შემოქმედებითი აზროვნების უნარი
რთული პრობლემების გადაჭრის უნარები
ინგლისური ენის ცოდნა
ინგლისურად აზროვნების უნარები
საკომუნიკაციო უნარები
ინგლისურად ურთიერთობისა და დისკუსიის უნარები
პროგრამა ინტერაქტიულია და ჯგუფური დავალებების, სავარჯიშოებისა და თამაშების დახმარებით მარტივად შეასწავლის მოზარდებს ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა რესურსების მართვა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, დროის მართვა და სხვა. თითოეულ შეხვედრაზე, 1.5 საათის განმავლობაში მოზარდები ინგლისურ ენაზე შეისწავლიან დისკურსის სწორი მიმართულებით წაყვანას, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას, წარმატებული პრეზენტაციისა და ოპონირების ხერხებს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ შემოქმედებით მიდგომასა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებას.
პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც არამარტო ინგლისურ ენაზე თავისუფლად აზროვნება და საუბარი სურს, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს წარმატებით ჩააბაროს საერთაშორისო გამოცდები, ან უბრალოდ მოემზადოს საზოგადოებრივ და სოციალურ ასპარეზზე წარმატებით გამოსასვლელად.
კურსს ამერიკელი პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი მაიკ მარტლი უძღვება.
Comments