ჩვენი პროექტი „მშობლები შვილებს!“ რეგულარულად ჩვენსავე მშობლებს მასპინძლობს, რომელთა შორის ბევრი ადამიანია, რომელიც მთელი გულით ემსახურება საყვარელ საქმეს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდებს საშუალება ეძლევათ ჩვენს შორის, აქვე არსებული მშობლებისგან მოისმინონ მათი წარმატების ისტორიები და მიღებული გამოცდილება. დედისა და ქალთა დღის აღსანიშნავად ჩვენს მოსწავლეებს ქალი მეწარმე - ნათია ნინიკელაშვილი Soplidan.ge-ს დამფუძნებელი და ჩვენივე მოსწავლის მშობელი ესაუბრა.
ქალი ბიზნესში ჯერ კიდევ იშვიათია საქართველოსთვის, მაგრამ ნათია ნათელი გამონაკლისია. განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, წლების განმავლობაში ფინანსური რისკებისა და პორტფოლიოს ანალიზის მენეჯერი იყო. ამჟამად ნათია საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში ხელმძღვანელობს პროექტს Joint Action for Women’s Economic Empowerment in Georgia და ამასთანავე წარმატებით უძღვება პლატფორმას Soplidan.ge-ს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სოფლიდან სასარგებლო და ჯანმრთელი პროდუქტებით გვამარაგებს.
შეხვედრამ სათაურით „ანტრეპრენერობა - გზავნილი ბავშვობიდან მომავალში“ ჩვენს ბავშვებს დაანახვა, თუ როგორ უნდა შეძლონ თანამედროვე სამყაროსა და რეალობაში იმ ოცნებების ახდენა, რომლებიც წლების განმავლობაში მოსვენებას არ გვაძლევენ.
Comments