კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გასაუმჯობესებლად ნათია მაზიაშვილი - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, სერტიფიცირებული არტ-თერაპევტი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სერტიფიცირებული ფასილიტატორი და პრაქტიკოსი, ფსიქოსინთეზის და სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის კურსდამთავრებული, შვეიცარიაში დაფუძნებული ბიოსინთეზის საერთაშორისო პროგრამის სტუდენტი მოვიწვიეთ.
ინტერაქტიული სემინარის ფარგლებში ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სპეციალური თამაშების მეშვეობით ყურადღება გაემახვილებინათ, თუ რა პრობლემებს აწყდებიან თანატოლებთან კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის დროს, რა შეიძლება შეცვალონ იმისთვის, რომ იპოვონ მათთვის მორგებული როლი და გაიუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები და რამდენად მნიშვნელოვანია ეს უნარები თანამედროვე სამყაროში.
Comments