top of page

gasvliTi klasi: soliko virsalaZe


ხშირად ვამაყობთ ჩვენი მდიდარი კულტურით და ეს რომ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს, მნიშვნელოვანია, მოზარდებმა მეტი იცოდნენ როგორც უძველესი, ასევე უახლესი კულტურის და მისი მონაპოვარის შესახებ. სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტულ გამოფენას სწორედ ამ იდეით ვესტუმრეთ.


დიდი სცენოგრაფისა და ფერის დიდოსტატის შემოქმედების გაცნობა მოსწავლეებისთვის არამარტო მნიშვნელოვან აღმოჩენად, არამედ ნამდვილ ზეიმად იქცა. ბევრ მათგანს სცმია ცეკვა აჭარულის თუ ოსურის სასცენო კოსტიუმი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მათი იდეა და ხორცშესხმა სწორედ სოლიკო ვირსალაძეს ეკუთვნის. სასცენო ესკიზებმა, კინოსა და სპექტაკლებისთვის შექმნილმა დეკორაციებმა და კოსტიუმებმა, რუდუნებით შექმნილმა დეტალებმა ჩვენი მოსწავლეები აღაფრთოვანა. მათთვის ეს არა მხოლოდ შემეცნებითი გასვლა, არამედ შემოქმედებისათვის ბიძგის მიმცემი გამოცდილება იყო.


Letterato Logo
bottom of page