
გვჯერა, რომ ჩვენი ხელოვნების ისტორიის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ ისინი შემოქმედთან, ავტორთან. ხელოვანთა შესახებ მიწოდებულ მშრალ ინფორმაციას არასდროს აქვს ის ეფექტი, რაც ხელშესახებად მიწოდებულ მასალას. ამიტომაც გვიყვარს გასვლითი გაკვეთილები. ამჯერად ჩვენი ხელოვნების ისტორიის კლასის მოსწავლეები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეას ესტუმრნენ. ჩვენმა მოსწავლეებმა ფელიქს ვარლამიშვილის არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაათვალიერეს, ისაუბრეს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ძირითად მიმართულებებზე და მხატვრის ტილოების დამოკიდებულებებზე ამ მიმართულებებთან. ხოლო გამოფენის შემდეგ ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფიული ფილმი ნახეს.
Comentarios