შაბათს, 25 იანვარს შევეცადეთ საშობაო განწყობა გაგვეხანგრძლივებინა. პლედებით, ცხელი სასმელითა და დიკენსის „საშობაო სიმღერით“ მთარგმნელ გიორგი კაკაბაძეს ვუმასპინძლეთ, რომელმაც დიკენსის ეს მარადიული მოთხრობა არაჩვეულებრივად თარგმნა. ჩვენმა სტუმარმა ბავშვებს დიკენსის, ბრიტანული ლიტერატურული ტრადიციებისა და შობის დღესასწაულის დაბადების შესახებ მოუთხრო. ასე გავიცანით ერთდროულად ყველა დროის საუკეთესო მწერალი და მისი გამორჩეული მთარგმნელი და წიგნის წყალობით კიდევ ერთხელ ვიგრძენით ამ დღესასწაულის ჯადოსნური ძალა.
top of page
bottom of page
Comments