top of page

cxovreba SeuzRudavi SesaZleblobebiT


თებერვლის თვეში ახალგაზრდა პარასპორტსმენს, პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილს ვუმასპინძლეთ. ნინას ისტორია აღმაფრთოვანებელი და ინსპირაციულია. შეზღუდულ შესაძლებლობებს ხელი არ შეუშლია მისთვის პლანეტის ყველაზე წარმატებულ ადამიანთა რიცხვს შეერთებოდა. ნინა პარაფარიკაობის 2017, 2018 და 2020 წლების მსოფლიო ჩემპიონია. გახდა ევროპის ჩემპიონი (ვერცხლის მედალი) 2018 წელს, ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გახლავთ 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ ფარიკაობაში, ტოკიო 2020-ის პარაოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას? როგორ გაუმკლავდა სირთულეებს, რომელიც ნინას შემთხვევაში კიდევ უფრო ძნელი გადასალახი გახლდათ და როგორ შეძლო, რომ ამ ყველაფერს ხელი არ შეეშალა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე? ჩვენს მოსწავლეებს ცნობილი პარასპორტსმენი სწორედ ამ გამოცდილებაზე ესაუბრა. ნინას ისტორია გვარწმუნებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. სწორედ ეს გამოცდილება გაიზიარეს ჩვენმა მოსწავლეებმაც.



Letterato Logo
bottom of page