top of page

autizmi da tolerantoba



2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია გაზარდოს ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. გვსურს, ჩვენმა მოსწავლეებმაც მეტი გაიგონ ამ საკითხის შესახებ და იყვნენ უფრო ინფორმირებულნი და მიმღებლები აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ.


სწორედ ამიტომ აპრილის თვეში ფსიქოლოგს, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრს ანა კალანდაძეს ვუმასპინძლეთ, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს აუტიზმსა და მასთან ასოცირებულ ქცევით დარღვევებზე ესაუბრა. ანა ბავშვებთან აუტიზმის მიმართულებით მუშაობს და დამატებით არა ერთი ტრეინინგი აქვს გავლილი განვითარების დარღვევების, ბავშვთა განვითარებისა და ადრეული ინტერვენციის მიმართულებით. შეხვედრა ძალიან სასარგებლო და ინფორმატიული აღმოჩნდა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მეტი გულისხმიერების გაჩენას აუტიზმის სპექტრის მქონე თანატოლების მიმართ


Comments


Lett Square.png
bottom of page