ჩვენს მოსწავლეებთან შესახვედრად მოვიწვიეთ ახალგაზრდა ინჟინერი გერმანიიდან ელენე მამალაძე ძალზე აქტუალური თემით „როგორ შევქმნათ ინოვაცია“.
ელენე გაიზარდა გერმანიაში, მუშაობდა კომპანია Canon-ში, ახლა კი მეცნიერების კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობს მიუნხენის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში Research Neutron Source Heinz Maier-Leibnitz, რომელიც გახლავთ ნეიტრონების უმსხვილესი მიმწოდებელი სამეცნიერო, სამედიცინო და ინდუსტრიული სექტორებისთვის. ელენე ასევე არის სტუდენტური გაზეთის მთავარი რედაქტორი, რომელიც შეეხება სამეცნიერო თემებს.
ინოვაციები და ინოვაციური აზროვნება ქვეყნის წინსვლის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. ჩვენ გვესაჭიროება ინოვაციებთან დაახლოებული ახალი თაობა, რომელიც შეძლებს ამ სფეროში რეალიზებას. ელენე მამალაძე ონლაინ შეხვედრაზე მოზარდებს სწორედ ინოვაციებში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა და პრაქტიკულ მაგალითებზე აუხსნა, თუ როგორ ხდება ახალი, ინოვაციური პროდუქტების შექმნა დასავლეთში და რა ნაბიჯების გავლაა საჭირო, რომ ჩვენი იდეა ხელშესახები გავხადოთ. შეხვედრა გაიმართა ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი პროდუქტის შექმნაზე, შეაფასეს რისკები, შეეცადნენ არასტანდარტული გადაწყვეტილებები მოეძებნათ, ხოლო სემინარის ბოლოს ელენესთან ერთად სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი პროდუქტი შექმნეს და რეალურ მაგალითზე დაინახეს, თუ როგორ ხდება ინოვაციის შეტანა ნებისმიერ საქმეში. სემინარი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე
Kommentare