Tina qareli

თინათინ ქარელი ჩვენს  გუნდს სულ ახლახან შემოუერთდა, ის პროფესიით ფსიქოლოგია და  მოზარდებთან მუშაობის საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. ფსიქოგანათლების მიმართულებით მუშაობდა ბავშვებისა და მოზარდების  ჯგუფთან  ორგანიზაციაში  "World Vision Georgia", ასევე იყო CENN-ის  "მწვანე ბანაკის" მენტორი. პარალელურად  ჩართულია "S.O.S ბავშვთა სოფელში" ახალგაზრდების განვითარების  მხარდაჭერის პროგრამაში, როგორც ფსიქოლოგი. ასევე არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობა "ღიას" წევრი.

 

თინას ლიტერატურის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება, მონაწილეობას იღებდა ლიტერატურულ კონკურსებში და აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა ლიტერატურულ პროგრამასა და წიგნიერების ხელშეწყობის პროექტში.

 

ამჟამად თინა სწავლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე ფსიქოტრავმატოლოგიის მიმართულებით. აკადემიური საქმიანობის ფარგლებში იღებს ცოდნას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-სოციალური განვითარების თავისებურებების შესახებ.

Letterato Logo