
თინა (თინათინ) ქარელი
წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება
თინათინ ქარელი პროფესიით ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტია, აქვს მოზარდებთან მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება. ფსიქოგანათლების მიმართულებით მუშაობდა ბავშვებისა და მოზარდების ჯგუფთან ორგანიზაციაში „World Vision Georgia“, ასევე იყო CENN-ის „მწვანე ბანაკის“ მენტორი, აქვს „S.O.S ბავშვთა სოფელში“ ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერის პროგრამაში ფსიქოლოგად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
თინას ლიტერატურის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება, მონაწილეობას იღებდა ლიტერატურულ კონკურსებში და აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა ლიტერატურულ პროგრამასა და წიგნიერების ხელშეწყობის პროექტში.
ფლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრის ხარისხს. მისი სპეციალობაა ფსიქოტრავმატოლოგია. აკადემიური საქმიანობის ფარგლებში იღებს ცოდნას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-სოციალური განვითარების თავისებურებების შესახებ. მუშაობს, როგორც ფსიქოთერაპევტი, ჩართულია სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიისა და კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამებში.
დასაქმებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე, ქმნის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ფსიქოსაგანმანათლებლო მასალას ციფრული პლატფორმისთვის „აისი“.
რეგისტრაცია