გუნდი
საბა მახარაძე

საბა მახარაძე

წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება

საბასთვის ლიტერატურა ბავშვობიდან განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. მან სრული დაფინანსებით დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სადაც ბაკალავრის ხარისხი ლიტერატურის მიმართულებით დაიცვა. საბა არაერთი აკადემიური ნაშრომის ავტორია. სოციალური თუ პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა კი ეხმარება, რომ ლიტერატურულ ტექსტებსა და სოციალურ პროცესებს კრიტიკულად, ფართო კონტექსტში შეხედოს და ეს მრავალმხრივი ხედვა საკუთარ მოსწავლეებსაც გაუზიაროს. სწავლების პროცესში საბა 19 წლიდანაა ჩართული და სხვადასხვა პერიოდში, ჯამში, 8-ზე მეტი ეროვნების 500-მდე მოსწავლესთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა. 3 წლის განმავლობაში თავისუფალი უნივერსიტეტის „მომავალ დიპლომატთა კლუბში“ პოლიტიკური იდეოლოგიების კურსს უძღვებოდა, ამჟამად კი საერთაშორისო ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მე-7 - მე-12 კლასელებს ინგლისურ ენაზე ბიზნესსა და ეკონომიკას ასწავლის. ამავე სკოლაში მისი ინიციატივით შეიქმნა წიგნის კლუბი — სივრცე, სადაც მოსწავლეები ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მსჯელობენ და საკუთარ მოსაზრებებს თავისუფლად გამოხატავენ. საბა ლიტერატურის პოპულარიზაციას ციფრულ სივრცეშიც აქტიურად ეწევა. არის დამოუკიდებელი ლიტერატურული გადაცემა „მერანის“ შემქმნელი და წამყვანი, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმაზე, ჯამში, 40 000-მდე გამომწერი ადევნებს თვალს. გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა, 2023-2025 წლებში იყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (Young European Ambassador) და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გეგმავდა და ახორციელებდა საქართველოსა და ევროკავშირის დამაახლოებელ საერთაშორისო პროექტებს. ეს მრავალფეროვანი გამოცდილება საბას ეხმარება, მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ტექსტების სიღრმისეულ გაანალიზებასა და საკუთარი ხედვის შექმნაში შეუწყოს ხელი.
რეგისტრაცია