Grant Program

ლეტერატო სთავაზობს უფროსკლასელებს საგრანტო დაფინანსებას შემდეგ კურსზე:

  • წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება

ვისთვის არის განკუთვნილი საგრანტო დაფინანსება?

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა, დააფინანსონ მოსწავლეების სწავლის საფასური.

რის საფუძველზეა შესაძლებელი გრანტის მოპოვება?

გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის საფუძველზე. კონკურსი მოიცავს ესეს დაწერასა და გასაუბრებას. შემოწმდება მოსწავლის ზოგადი ცოდნა, მოტივაცია და უნარები. მოტივირებულ კანდიდატებს, ასევე მრავალშვილიან ოჯახებს მიენიჭებათ უპირატესობა.

რას მოიცავს საგრანტო დაფინანსება?

კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი მოსწავლეების სწავლების ერთი სასწავლო წლის ღირებულების 70%-მდე ფარავს ლეტერატო. მშობლის მიერ გადასახდელი თანხის მინიმალური ოდენობაა 105 ლარი თვეში, ხოლო მაქსიმალური — 210 ლარი თვეში. ეს ოდენობა დამოკიდებულია მოსწავლის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.

რა საბუთების წარმოდგენაა საჭირო?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მშობელმა უნდა მოგვაწოდოს:

  • შევსებული ფორმა (იხილეთ ქვემოთ)

  • ინფორმაცია, რომელიც წარმოაჩენს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის სურათს (მშობლების სახელფასო ცნობა, ცნობა სოციალურად დაუცველი სტატუსის შესახებ და მსგავსი)

  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი

Application form

Fill in the form and we'll get back to you soon.