Tina solomonia
თინა პროფესიით ფსიქოლოგია, რომელსაც ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. ამჟამად ფსიქოლოგად სკოლაში მუშაობს, თუმცა, გარდა ამისა აქვს საბავშვო ბაღში, საკვირაო სკოლაში და ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრებში მუშაობის გამოცდილება. თინა ასევე არის ორგანიზაცია Psychological Assistance Georgia-ს წევრი.
ლიტერატურა თინას განსაკუთრებით აინტერესებს და აქტიურად ეცნობა როგორც ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობებს, ასევე კლასიკოს ავტორთა შემოქმედებას. გარდა ამისა, თინა დაინტერესებულია მოზარდებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების მეთოდებით.
თინას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ილიას უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურაზე, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია და მათთან მუშაობაა. თინა ასევე აქტიურადაა ჩართული კვლევით და აკადემიურ საქმიანობაში, იღებს მონაწილეობას პუბლიკაციების მომზადებაში.