sali akermani
სალი აკერმანი აშშ-დან გახლავთ, თუმცა რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. იგი არის დოქტორი იურისპრუდენციის დარგში. წარმატებით აქვს დამთავრებული ჰამილტონის კოლეჯი. სხვადასხვა დროს სწავლობდა კემბრიჯში და აგრეთვე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში.
სალი აკერმანი გახლავთ რამდენიმე ნაშრომისა და საინტერესო სტატიების ავტორი საჯარო პოლიტიკის, კერძო საკუთრების, რასიზმის, სუპრიმატიზმის და სხვა მსგავს თემებზე. სალის აგრეთვე ნამუშევარი აქვს ვალდორფის სკოლის პედაგოგიურ, ადმინისტრაციულ და პროცედურულ დოკუმენტებზე, წლების მანძილზე გახლდათ სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრი.
პარალელურად სალის აქვს მდიდარი გამოცდილება კერძო სექტორში, ფლობს საკუთარ ბიზნესს და ამავდროულად არის დაკავებული პედაგოგიური საქმიანობით.
სალი აკერმანი ჩვენი კრიტიკული აზროვნების ინგლისურენოვანი პროგრამის პედაგოგია. მისი იურიდიული განათლება და ხანგრძლივი გამოცდილება კერძო სექტორში საშუალებას იძლევა მის მიერ ჩატარებული ინტერაქტიული კურსი კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული მაგალითითა და საინტერესო შემთხვევით იყოს გაჯერებული. სალის ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.