maka ldokoneni

პროზაიკოსი მაკა ლდოკონენი პროფესიით ჟურნალისტია. S.O.S ბავშვთა სოფელში „კრეატიული ქართულის“ მასწავლებლად მუშაობს, არის „მაკა ლდოკონენის მკითხველთა კლუბის“ დამფუძნებელი და პედაგოგი. ინტერნეტჟურნალში „მასწავლებელი.ge“ აქვეყნებს წერილებს საბავშვო ლიტერატურაზე. აქტიურად ეწევა წიგნებისა და კითხვის პროპაგანდას უმცროს თაობაში.

2005 წლიდან საკუთარ პროზაულ ნაწარმოებებს აქვეყნებს ლიტერატურულ პერიოდიკაში, არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის მონაწილე, ფინალისტი თუ გამარჯვებული. გახლავთ პრემია „საბა-2010“ ლაურეატი. მისი მოთხრობები ნათარგმნია გერმანულ, ლიტვურ, თურქულ და რუსულ ენებზე. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული: „ქიშმიშიანი ამბები,“ „ბიშეს ბალიშები“ და „ლიტერატურული პროექტი,“ ასევე მცირე რომანი „ცხენისკუდები დილასთვის.“ 

მაკა ლდოკონენი არის არაერთი ლიტერატურული პროექტის მონაწილე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 2007 წელს მიწვეული იყო ლიტერატურული კონკურსის „წეროს“  ჟიურის წევრად, 2014 წელს მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის „მომავლის მწერალის“ ჟიურის წევრად, 2009 წლიდან კი ყოველწლიური სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ ჟიურის წევრია. გარდა ამისა, არის თვითნასწავლი მხატვარი, დასურათებული აქვს როგორც საკუთარი ასევე თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები.

Letterato Logo
  • White Instagram Icon

© 2021 Letterato.ge - ყველა უფლება დაცულია

kontaqti

misamarTi

პოლიტკოვსკაიას 3, "შენი სახლი ჯიქიაზე"