inovacia da biznes-unarebi inglisurad

პროგრამის „ინოვაცია და ბიზნეს-უნარები“ ამოცანაა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებაში, დააინტერესოს ისინი ბიზნესითა და მეწარმეობით, დაეხმაროს შეიძინონ საბაზისო უნარები იდეის პროდუქტად ქცევის, რესურსების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით, გააცნოს მოსწავლეებს მეწარმეობისა და ბიზნესის ფუნქციონირების საფუძვლები და ეკონომიკის საბაზისო პრინციპები და აგრეთვე გაუადვილოს მოსწავლეებს უცხო ენაზე აზრის ჩამოყალიბება, კონცეპტუალიზაცია და გლობალიზაციის პირობებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. პროგრამა ინტერაქტიულია და მოიცავს ქეისების განხილვას, სიმულაციურ თამაშებს, დისკუსიებსა და დებატებს. 

 

კურსის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შექმნან საკუთარი იდეის პროტოტიპი, ჩამოაყალიბონ საკუთარი სტარტ-აპის კონცეფცია და მოახდინონ მისი ტესტირება, მონაწილეობა მიიღონ გუნდურ შეჯიბრებებში, პრობლემების გადაწყვეტასა და დებატებში.

კურსის შესახებ:

  • კურსს უძღვება უცხოელი პედაგოგი ხოსე რომერო,  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ექსპერტი კონცეპტუალიზაციისა და პროექტების მართვის სწავლების 15 წლიანი გამოცდილებით

  • პედაგოგი გამოირჩევა მენეჯერულ პოზიციებზე სერიოზული სამუშაო გამოცდილებითა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით

  • თითოეული მეცადინეობა ინტერაქტიულია

  • სწავლება მიმდინარეობს ცოცხალ მაგალითებზე დაყრდნობით და რეალური პროდუქტების შექმნის მეშვეობით

  • კურსი იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მოსწავლისდამი, რაც აუმჯობესებს მათ უნარებს

კურსის შედეგები:

  • არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარები 

  • მართვისა და მმართველობის გაუმჯობესებული უნარები 

  • ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლებისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა

  • დროის, ფულისა და სხვა რესურსების უკეთ მართვის უნარები

  • ინგლისური ენის გაუმჯობესებული ცოდნა 

  • შემოქმედებითად და ინოვაციურად აზროვნების უნარები

  • ინგლისურად აზროვნების გაუმჯობესებული უნარები

  • უკეთესი საკომუნიკაციო უნარები

  • ინგლისურად ურთიერთობისა და დისკუსიის უკეთესი უნარები

მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.

პროგრამა განსაზღვრულია მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის. კურსზე მიღება ხდება გასაუბრების მეშვეობით. მოსწავლის ინგლისური ენის დონე უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ B1-ის დონეს.

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა 8-12 მოსწავლე.

კურსის ღირებულებაა 250 ლარი თვეში. საფასურში შედის დამატებითი შეხვედრები მოწვეულ საინტერესო სპიკერებთან.

Letterato Logo