fullDate

rogor Cndeba ambebi

დეკემბრის თვეში ლეტერატომ ახალგაზრდა ქართველ მწერალს ბექა ადამაშვილს უმასპინძლა თემით "როგორ ჩნდება ამბები". ბექას ეკუთვნის რომანები „ბესტსელერი“ (2014) და „ამ რომანში ყველა კვდება“ (2018). მეორე რომანით ავტორმა 2019 წელს EUPL-ის (European Union Prize for Literature) პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ამით პირველი ქართველი გამარჯვებულიც გახდა. ბექა ადამაშვილის რომანები ნათარგმნია ათზე მეტ ენაზე.

სტუმრობისას ავტორმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და მოსწავლეებს ლიტერატურული ტექსტის შექმნისთვის აუცილებელი ელემენტები გააცნო. ბექას შემოქმედება და მისი გამოცდილება ჩვენი მოსწავლეებისათვის ინსპირაციის ახალ წყაროდ იქცა.