fullDate

mozardebi da urTierToba samarTaldamcav uwyebebTan

post.update-date

თებერვლის თვეში ადვოკატს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით და სისხლის სამართლის მაგისტრს რევაზ აჭარაძეს ვუმასპინძლეთ თემით „მოზარდები და მათი ურთიერთობა სამართალდამცავ უწყებებთან“.

აღნიშნული თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ნებსით თუ უნებლიეთ ირღვევა არასრულწლოვანთა უფლებები. როგორ უნდა მოიქცნენ მოზარდები, თუკი მათ სამართალდამცავ სტრუქტურებთან მოუწევთ შეხება? რა უფლებები აქვთ არასრულწლოვნებს და როგორ უნდა ისარგებლონ ამ უფლებებით? ჩვენი სტუმარი მოზარდებს სწორედ ამ თემებზე ესაუბრა და ჩვენს მოსწავლეებს გააცნო მათი უფლებები, იმ შემთხვევისთვის, თუ მათ ასეთ სიტუაციაში მოუწევთ მოხვედრა.

სემინარის ჩანაწერი იხილეთ ჩვენს Youtube არხზე