fullDate

Cveni moswavleebis onlain Jurnali

სახლში ყოფნის პასიური პერიოდის ნაყოფიერად გატარებისთვის მოსწავლეებთან ერთად შევქმენით პატარა რედაქცია და შემთხვევითი შერჩევით როლებიც გავანაწილეთ. ერთი თვის განმავლობაში მოზარდებს მენტორობას ვუწევდით, ბავშვები კი თავად ფიქრობდნენ რუბრიკებზე, სტატიების შინაარსზე, დიზაინსა და გაფორმებაზე, რასაც საბოლოოდ ხორციც თავად შეასხეს.

ასე გაჩნდა მოზარდების ონლაინ ჟურნალი. ჩვენმა მოსწავლეებმა ჟურნალს "მატრიცა" დაარქვეს. თუ რატომ, იხილავთ აქ. იგი პერმანენტულად გამოვა და საშუალება იქნება, ჩვენმა მოსწავლეებმა საკუთარ თანატოლებს აქტუალურ საკითხებზე საინტერესო ინფორმაცია გაუზიარონ და სხვადასხვა იდეაზე დააფიქრონ, ხოლო უფროსებმა უკეთ გაიცნონ ჩვენი ახალი თაობა, რომელიც ბევრად ლაღი, თავისუფალი და აზრიანია, ვიდრე წარმოგვიდგენია.