fullDate

aSS elCis stumroba leteratoSi

ივნისის თვეში ლეტერატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი გვესტუმრა. გულწრფელ და ღია დიალოგში მოზარდები საპატიო სტუმარს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ - დემოკრატია, საქართველოს წინსვლა, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები, მეგობარი სახელმწიფოების მნიშვნელობა ძლიერი საქართველოს ფორმირებისთვის და ახალგაზრდების როლი ამ პროცესში - ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემები.

კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა და პირადი სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოსწავლეები ასევე გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მათ სთავაზობს განათლებისა და განვითარების კუთხით.