top of page

Tamar razmaZe

WF202411221VVbw.JPG

თაკო რაზმაძეს, MBA, აქვს სწავლების მრავალწლიანი პრაქტიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის მენეჯმენტის სკოლაში (ESM) და შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში, ეწეოდა კერძო პრაქტიკას, ჩატარებული აქვს სხვადასხვა ტრეინინგები როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებისათვის. 

თაკოს აქვს 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო სექტორსა და კერძო ბიზნესში მუშაობას წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დონორთა კოორდინაციის სამსახურის უფროსად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სადაც მას ეხებოდა ბიზნესის ცოდნის ამაღლების და გამოცდილების გაზიარების კომპონენტი უმაღლეს სასწავლებლებში, მიკროსაფინანსო ბანკში მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად და სხვა. თაკო რაზმაძეს დამთავრებული აქვს სტენფორდის ლიდერობის აკადემია და მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი მაღალი დონის შეხვედრები, საბანკო საქმესთან დაკავშირებული კონფერენციები და სხვა. 

Letterato Logo
bottom of page