top of page
WF202411218VVbw.JPG

damfuZneblisgan

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ლეტერატოში". ესაა აღმოჩენებით სავსე სამყარო, სადაც სწავლა და ახლის შეცნობა სახალისო თავგადასავლების წყალობით ხდება. 

დღევანდელ ტექნოლოგიურ საუკუნეში, როდესაც ყველანაირი ტიპისა და ხარისხის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ხოლო რეალობა თვალის დახამხამებაში იცვლება, მნიშვნელოვანია ახალგაზრდები საჭირო ინტელექტით, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარებით იყვნენ აღჭურვილი, რომლის წყალობითაც ისინი შეძლებენ, ოპტიმალურად გამოიყენონ საკუთარი რესურსები თვითრეალიზაციისა და წარმატების მიღწევისთვის. "ლეტერატო" სწორედ ამ მისიით შეიქმნა: ჩვენი სპეციალური პროგრამით მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ გაიფართოონ თვალსაწიერი, აიმაღლონ ერუდიცია და ჩამოუყალიბდეთ თავისუფალი აზროვნების, საკითხისდამი შემოქმედებითი ჭვრეტის და ინოვაციების შექმნის უნარები. 

 

მაგრამ "ლეტერატო" ეს არაა მხოლოდ ინტელექტუალური განვითარებისა და საგნობრივი განათლების ადგილი. ამ ყველაფერთან ერთად მოზარდები სწავლობენ ინტერპერსონალურ კომუნიკაციას, მეგობრობას, თანადგომას, ჰუმანიზმს... მათთან ერთად ჩვენც ვეძებთ ახალს, საინტერესოს, ნამდვილს და ჭეშმარიტს. და მათთან ერთად ვხვდებით, თუ რაოდენ მშვენიერია სამყარო თავისი მრავალფეროვნებით, იდუმალებითა და სახესხვაობით. 

თუკი ეს ყველაფერი თქვენთვის ახლობელი და საინტერესოა, მოხარული ვიქნებით, თუკი შემოგვიერთდებით. ჩვენი კარი ღიაა ყველა მსურველისათვის. ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ჰორიზონტები! 

თაკო რაზმაძე

bolo siaxleebi

Letterato Logo
bottom of page